„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,მას შემდეგ, რაც ჩვენ გავიმარჯვებთ, ნებისმიერი აგრესორი, არ აქვს მნიშვნელობა, დიდი თუ პატარა, გაიგებს, რა ელის მას, თუ თავს დაესხმება საერთაშორისო წესრიგს ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, გამარჯვება მსოფლიოს შეცვლის.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი წააგებს და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს. და ეს იქნება ცვლილება, რომელიც მსოფლიოს დიდი ხანია სჭირდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები