უკრაინის ძალებმა 400-მდე რუსი სამხედროს ლიკვიდაცია განახორციელეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი წლის ღამეს დონეცკის რეგიონში, დროებით ოკუპირებულ მაკიივკაში მობილიზებული რუსი სამხედროების თავშეყრის ადგილს დაარტყეს. დაბომბვის შედეფად 400-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მობილიზებული რუსები პროფესიული სასწავლებლის შენობაში იყვნენ განთავსებული.

მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 300-მდე რუსი სამხედრო დაიჭრა.

მსგავსი თემები