დონეცკში უკრაინის წინააღმდეგ დაღუპულ მებრძოლთა ქვრივები ქურქებით ”დაასაჩუქრეს”

ოკუპირებულ დონეცკში დაღუპული სამხედროების ქვრივებს მოსკოვიდან ქურქები გაუგზავნეს. მედიის ინფორმაციით,  უკრაინის წინააღმდეგ დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს, 21 ქურქი გადასცეს.

ქურქების გადაცემის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „თავდაცვის სამინისტროსთან“ ასოცირებული პირი ავრცელებს, რომელიც ასევე იბრძოდა დონბასის რეგიონში.

ვიდეოში ქალები ბეწვის ქურქებით ხელში ქუჩაში დგანან და სხვა ქვრივების სახელით მზრუნველობისთვის მადლობას იხდიან.

მედიის ცნობით,  რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში დაღუპული სამხედროების ოჯახებს მანამდე სასაჩუქრე ნაკრებებიც გადასცეს, რომელიც შავ, ნარჩენების შესაგროვებელ პარკში მოთავსებული პირადი ჰიგიენის ნივთებისგან, კონსერვებისა და სარეცხი საშუალებებისგან შედგებოდა.

მსგავსი თემები