ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელიც დღეს დააკავეს,  ბრალს არ აღიარებს. როგორც ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ესებუას სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე არსებობდა, რის გამოც ის იმალებოდა.

„ის თავს დამნაშავედ არ ცნობს, შესაბამისად, იმ პოზიციაზეა, რაზეც ჩვენ თავიდანვე ვიყავით. 2023 წლის 20 თებერვალს, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ პროცესს, სადაც თვითონაც მოიყვანენ. ის არანაირ ბრალს – „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებას არ აღიარებს. რაც მან მითხრა, ეს იყო, რომ მისი სიცოცხლის განადგურების საფრთხე არსებობდა, რეალური შიში ჰქონდა ამის და აქედან გამომდინარე იმალებოდა. სად იმყოფებოდა, არ მისაუბრია, რადგან მასთან პირველად შევედი, ახლა გავიცანი, ზოგადად ვისაუბრეთ“, – განაცხადა ადვოკატმა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რონ ბადრი ესებუას 2 წელი ეძებდნენ.

 

მსგავსი თემები