შეიძლება თუ არა მშენებლობა ლისი ფერდობის ტერიტორიაზე – სეისმოლოგის განმარტება

,,სეისმურ რისკზე, მსხვერპლსა და ზარალზე თუ ვისაუბრებთ, აქ თბილისია ყურადღება მისაქცევი,”- ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა  „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში არსებული მჭიდრო დასახლებები, მაღლივი შენობების არსებობა და უხარისხო შენობები ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის.

,,ცუდად შენდება შენობები. ადგილი კარგად უნდა იყოს შერჩეული, თანამედროვე ტექნოლოგიები გაცილებით მეტ შესაძლებლობას იძლევა. გაცილებით კარგად შეგვიძლია ვაშენოთ რთულ ადგილებშიც კი, თუ გათვალისწინებული იქნება ყველაფერი.

არის რუკები, სადაც მონიშნულია ლისის ფერდობის ტერიტორია, რომ ეს არის მეწყრული უბანია. აქ საუბარი მიწისძვრაზეც აღარაა. ვერ ვიტყვით, რომ აქ მშენებლობა არ შეიძლება, ზოგიერთ ადგილას შეიძლება, თუ შეისწავლიან. თუმცა, შესწავლა და საიმედო კონსტრუქციის აგება დიდ ხარჯებს გულისხმობს.

მოსახლეობისთვისაც ხელისაწვდომია ის რუკა და შეუძლიათ, ნახონ, რომ ეს უბანი რისკს შეიცავს. თვითონაც უნდა დაინტერესდნენ რამდენად კარგად არის აშენებული, მშენებლებმა რამდენად გაითვალისწინეს, გეოლოგებმა რამდენად გაითვალისწინეს, როდესაც გეოლოგიური დასკვნა გააკეთეს. ფაქტია არსებობს პრობლემური შენობები,”-  განაცხადა ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

“თბილისზე ყურადღებაა მისაქცევი” – სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები