,,ჩემი შვილის დანაშაული ერთადერთი არის ის, რომ თავისი ქვეყანა არ ჩააბარა რუსეთს 2008 წელს”- გიული ალასანია

,,ჩემი შვილის დანაშაული ერთადერთი არის ის, რომ თავისი ქვეყანა არ ჩააბარა რუსეთს 2008 წელს” – ასე პასუხობს გიული ალასანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

მისი თქმით,  ყველას თავისი მორალი და ღირებულებები აქვს.

,,მე პრეზიდენტს არაფერს არ ვპასუხობ,  უბრალოდ, იცით რაშია საქმე, მე მიმაჩნია, რომ ჩემი შვილის დანაშაული ერთადერთი არის ის, რომ თავისი ქვეყანა არ ჩააბარა რუსეთს 2008 წელს. აი, ეს არის როგორც გამოირკვა მისი დანაშაული, მეტი არავითარი დანაშაული მე არ მაგონდება. ყველა ადამიანს აქვს უფლება, გააკეთოს თავისი არჩევანი, თავისი ღირებულებები აქვს, ყველას თავისი მორალი აქვს.

საერთოდ ამ ქვეყანასთან დაკავშირებით არავითარი ოპტიმისტური მოლოდინი არ  მაქვს. სხვათაშორის, ჩემთვის დამაჯერებელი იყო ბექა ბასილაიას კომენტარი, ის პირველივე დღიდან ჩართული იყო, არის უმაღლესი კლასის იურისტი და ყველაზე კარგად მან იცის რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

,,პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება”- სალომე ზურაბიშვილი

მსგავსი თემები