„ნურავინ იფიქრებთ, რომ თუ სააკაშვილს ციხეში წამებით მოკლავენ, ჩვენ ევროპაში ხელგაშლილები მიგვიღებენ“, – ხაბეიშვილი

„პრეზიდენტ სააკაშვილის საქმე უდრის ჩვენს ევროპულ მომავალს, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე უდრის ჩვენს ევროპულ მომავალს. პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალთან“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა იუსტიციის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე.

მისი თქმით, პროტესტი გაიშლება და ყველა თანამდებობის პირს მიადგებიან.

„საქართველოს ყველა რაიონში, ყველა ქალაქში იქნება პროტესტი. საზოგადოებას მივმართავ, ყველამ თქვენი ბრაზი გამოხატეთ ბიძინა ივანიშვილის და ამ რუსების წინააღმდეგ.  ვისაც რუსეთში ცხოვრება არ გინდათ, ვისაც გინდათ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ ქვეყანაში ცხოვრება, ეს არის თქვენი საბრძოლი. ეს არის თქვენი პროტესტი, ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაროთ. ნურავინ იფიქრებთ, რომ თუ პრეზიდენტ სააკაშვილს ციხეში წამებით მოკლავენ, ჩვენ ევროპაში ხელგაშლილები მიგვიღებენ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, პროტესტი მაღალი თანამდებობის პირებს მუდმივად შეაწუხებს.

„სახალხო პროტესტი თავს მოიყრის დედაქალაქში. ხვალ გაიმართება აქცია ზესტაფონში, 13:00 საათზე, ასევე მარნეულში, ხელვაჩაურში, სიღნაღში, ბორჯომში, გამოხატეთ თქვენი პროტესტი ადგილებზე და პირობას გაძლევთ, რომ საბოლოოდ, სახალხო პროტესტი დედაქალაქში გადმოინაცვლებს. ამის პარალელურად, მაღალი თანამდებობის პირებმა, მთავრობის წევრებმაც და არაწევრებმაც უნდა იცოდნენ, რომ ყველგან, სადაც იქნებიან, დახვდებათ პროტესტი“ – განაცხადა მან.

 

მსგავსი თემები