,,რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდებით კამპანიას „ფრი ესებუა“- ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ველოდებით კამპანიას „ფრი ესებუა“, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ბადრი ესებუას საკითხს  საზოგადოებას ყურადღების გადასატანად გამოიყენებს.

„აუცილებლად ველოდებით ამ კამპანიას. იმედი გვაქვს, ეს კამპანია დაიწყება. შემდეგ ესებუა როცა გამოაცხადებს შიმშილობას, ასევე ველოდებით საერთაშორისო მხარდაჭერას ესებუას მიმართ და ასე შემდეგ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები