„ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს“- ირაკლი კობახიძე

„ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს“,-  ასე ეხმიანება ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის ადრესატიც თავად იყო.

„ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება, პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს. როდესაც პრეზიდენტი თავის ოფიციალურ საიტზე ასეთ რაღაცას დებს, თავიდან ფეიკი მეგონა, მართლა წარმოუდგენელი იყო, ჩვენებს ვუთხარ ალბათ, ფეიკი იქნება თქო, მერე აღმოჩნდა, რომ მოუნდა ასე ხუმრობა და იხუმრა, რა ვქნათ“,- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით,  ძალიან კარგია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება ქართველი ხალხის, საზოგადოების ინტერესებს.

,,ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, მან კარგად გაიაზრა საზოგადოების განწყობა თემის გარშემო, საზოგადოებას არ უნდა არეულობა, რადიკალიზმის გაღვივება და ყველამ კარგად იცის, რომ ერთ-ერთი მიზანი სააკაშვილის გამოშვების არის სწორედ ამ არეულობის წყაროს შექმნა,” – განაცხადა  კობახიძემ.

მსგავსი თემები