,,კონტაქტი არ მქონია”- ბადრი ესებუას მამის პირველი კომენტარი

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული ბადრი ესებუას მამის, ტარიელ ესებუას განცხადებით, შვილთან კონტაქტი მომხდარი ფაქტის შემდეგ არ ჰქონია.

მისივე თქმით,ოჯახი, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს მისი ნათესავია.

„დაკავებულია. თქვენც ძალიან კარგად იცით, სად დააკავეს. მეტი არაფერი ვიცი. ომიანე ჯიქია ჩვენი ნათესავია, მეუღლის ბიძაა, მაგრამ მათ ოჯახთან არანაირი კონტაქტი არ მქონია. ხუთი წლის წინ ვიყავი ოჯახში პანაშვიდზე. თუ რატომ აირჩია ბადრიმ ის ოჯახი, არც ეს ვიცი. ბადრისთანაც ამ ხნის განმავლობაში არანაირი კონტაქტი არ მქონია, თუ დამიჯერებთ. მას შემდეგ, რაც ის შემთხვევა მოხდა, ჩემი შვილი არ მინახავს“, – განაცხადა ბადრი ესებუას მამამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს.

მსგავსი თემები