მოსკოვში დაგეგმილ შოუში მონაწილეობას სავარაუდოდ, საქართველოს ნაკრების წევრიც მიიღებს

საქართველოს ნაკრების წევრი, მოციგურავე ანასტასია გუბანოვა 14 თებერვალს, სავარაუდოდ, მონაწილეობას მიიღებს მოსკოვში დაგეგმილ ფიგურული სრიალის ფესტივალში.

როგორც ფესტივალის აღწერაშია ნათქვამი, ვალენტინობის დღეს, რუსეთისა და სხვა ქვეყნის მოციგურავეები ყინულზე იცეკვებენ და სტუმრების წინაშე სანახაობას დადგამენ. ფესტივალის ორგანიზატორი მოსკოვის სპორტის დეპარტამენტია.

რუსული მედიის ინფორმაციით, ღონისძიება რუსეთის არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაწესებულება არენაზე გაიმართება.

,,ფიგურულ სრიალში ევროპის 2023 წლის ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა, საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი, მოსკოვის სპორტის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ფიგურულ სრიალში სიყვარულის ფესტივალზე გამოვა” – ამის შესახებ TASS-ს შოუს ორგანიზატორებმა განუცხადეს.

მსგავსი თემები