,,სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი, აღიარება წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს”- ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილს იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ამ დანაშაულების აღიარება უბრალოდ წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს ”მილიონი უბედურება აქვს ჩადენილი ამ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ“.

„რომელი დანაშაულები უნდა აღიაროს, სერგი თეთრაძის წამებას აღიარებს? ან ჯაჭვს რომ აბამდნენ და ზღვაში რომ ყრიდნენ, ადამიანებს რომ კლავდნენ, მაგას აღიარებს? თუ 2008 წელს რა უბედურებაც დააწია ქვეყანას, მაგას აღიარებს? თუ ვალერი გელბახიანის წამებას აღიარებს? თუ სანდრო გირგვლიანის მკვლელებისთვის ხელის დაფარებას აღიარებს? რას აღიარებს? ხომ ხედავთ, რამდენად აბსურდულია ეს განცხადება, რომელიც შეიძლება, იყოს რაღაც ოცნებების სფეროდან, მაგრამ აბსოლუტურად არარეალურია, რომ სააკაშვილმა მის მიერ ჩადენილი ეს უმძიმესი დანაშაულები აღიაროს. იმდენი დანაშაული აქვს მას ჩადენილი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ამ დანაშაულების აღიარება უბრალოდ წარმოუდგენელია, ამას ვერ იზამს. ეს ნიშნავს სრულ მორალურ კრახს. მთავარი არის დანაშაულის აღიარება და ამის რესურსი სააკაშვილს არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ მას მილიონი უბედურება აქვს ჩადენილი ამ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მსგავსი თემები