,,გვაქვს მუნიციპალური მიწები და რატომ არ შეგვიძლია, ავაშენოთ ახალი საცხოვრებელი ფართები და შევთავაზოთ ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს?!”- კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის წესში სიახლეა. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტს შეუძლია, ავარიული სახლის ჩანაცვლება განახორციელოს არა იმავე ტერიტორიაზე, რაზეც დგას ავარიული სახლი, არამედ სხვა, მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე. „ამ დრომდე არსებობდა გარკვეული წესი: ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებთან. თუ მათთან შეთანხმება მოხდებოდა და ყველა ხელს მოაწერდა, მაშინ ისინი დროებით გაგვყავდა ქირით. პარალელურად, იწყებოდა ავარიული კორპუსის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. კორპუსის აშენების შემდეგ, ადგილობრივებს ვაბრუნებთ ახალ, მოწესრიგებულ სახლებში. ჩვენ ამ წესში დამატებითი სიახლე შემოვიტანეთ, რომელიც ასევე ავარიული…

მეტი...

იმ ოჯახის წევრები, ვისთანაც ბადრი ესებუა იმალებოდა, პოლიციაში გადაიყვანეს

სამართალდამცველებმა იმ ოჯახის სამივე წევრი, საიდანაც ბადრი ესებუა აიყვანეს, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა უკვე დალუქულეს სახლი, რომლიდანაც ნივთმტკიცებად იარაღი, ხელყუმბარა და ვაზნები ამოიღეს. ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხაშკარში,  გამთენიისას ნათესავის სახლში აიყვანეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით,  ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში, იმალებოდა 2 წლის განმავლობაში ბადრი ესებუა.

მეტი...

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის  ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,3 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 10:48 საათზე, ქალაქ კაჰრამანმარაშიდან 63 კილომეტრში მოხდა. 6 თებერვლის ღამეს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად,  დაღუპულთა რიცხვმა  6 950-ს გადააჭარბა. დაშავებულია 37 ათასზე მეტი ადამიანი.

მეტი...

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 6 950-ს გადააჭარბა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 950-ს გადააჭარბა. დაშავებულია 37 ათასზე მეტი ადამიანი. თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, სამძებრო- სამაშველო ოპერაციაში 79 ათასზე მეტი სამაშველო რაზმი მონაწილეობს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრამ 13 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა.  

მეტი...

20 მარტიდან ძველი სისტემით ნებართვების გაცემა შეწყდება – ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, 20 მარტიდან ძველი სისტემით ნებართვების გაცემა შეწყდება და პირველი აპრილიდან ახალი მოდელი ამოქმედდება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული რეფორმის ამოქმედებამდე, მუნიციპალიტეტი უკვე აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას, ასევე, გადამზადდნენ ცხელი ხაზის ოპერატორები და მოქმედებს სპეციალური ვებგვერდი taxi.tbilisi.gov.ge. „გასულ კვირას საზოგადოებას წარვუდგინეთ ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი და დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია ტაქსების ბაზარზე 2018 წლიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებზე. რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ცვლილებები ძალიან საინტერესო და სარგებლიანია ამ ბაზრის მონაწილე სუბიექტებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, 20 მარტიდან შეწყდება ძველი…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 134 100 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 134 100; ​ტანკი – 3 253; ჯავშანტექნიკა – 6 458; საარტილერიო სისტემა – 2 236; სარაკეტო სისტემა – 461; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 228; თვითმფრინავები – 295; ვერტმფრენი – 285; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 961; საკრუიზო რაკეტები – 796; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 112; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 211.

მეტი...

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით,   სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა

 აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა.  მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს გიული ალასანია აწერს ხელს. კონტრაქტი 2022 წლის ივლისში გაფორმდა, რა დროიდანაც  „აკერმანი“  დაკავებულია იურიდიული კონსულტაციის გაწევაზე  მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „აკერმანმა“ მიხეილ სააკაშვილის საქმეში სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებისთვის 350 000 დოლარზე მეტი გადაიხადა.  

მეტი...

სად იმალებოდა ბადრი ესებუა?

ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ ჯიხაშკარში,  გამთენიისას ნათესავის სახლში აიყვანეს. ამ წუთებში ადგილობრივი მცხოვრების ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაუდასტურებელი ინფორმაციით,  სწორედ ამ ოჯახში იმალებოდა 2 წლის განმავლობაში ბადრი ესებუა. ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს. შსს ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს  

მეტი...

სახლში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, იმ სახლში, სადაც „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ესებუა ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა. დაკავებული ბადრი ესებუა ქუთაისში, მე-2 საპატიმროში გადაიყვანეს. ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა რამდენიმე საათის წინ დააკავეს.   შსს ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მეტი...

მაია მელიქიძე ენერგეტიკის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე მაია მელიქიძემ რუმინეთში, ქ. ბუქარესტში მიმდინარე მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციაზე სახელწოდებით ,,ენერგეტიკული კვირეული შავი ზღვა 2023“ პრეზენტაცია წარადგინა. მაია მელიქიძემ ისაუბრა საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდასაჭერი მარეგულირებელი მექანიზმების შესახებ. კონფერენცია სახელწოდებით ,,ენერგეტიკული კვირეული შავი ზღვა 2023“ კომპანია ,,Invest In Network“-ის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციაში ასევე მონაწილეობს სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ ბერიძე.

მეტი...

რუსეთმა უკრაინა ისევ დაბომბა – არის მსხვერპლი

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის სუმის ოლქში რუსმა სამხედროებმა სხვადასხვა სახის შეიარაღებიდან ცეცხლი 125-ჯერ გახსნეს. რუსეთმა შეტევა განახორციელა ხარკოვის რეგიონზეც. ქალაქ ხარკოვში რამდენიმე აფეთქება მოხდა. რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის არმიისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 16 საავიაციო შეტევა განახორციელა.

მეტი...

,,იმედგამაცრუებელი ვართ, რომ ევროპული მედიაც მონოპოლიზირებული აღმოჩნდა”- იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“

იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“ ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუის“-თან დავის შესახებ პრესრელიზს ავრცელებს.  მათი თქმით, “კრედიტ სუისს”- ის მენეჯმენტის ქმედებებთან დაკავშირებით სტატიის გამოქვეყნებაზე მათ უარი ევროპულ/ბრიტანულ მედიაშიც მიიღეს. როგორც „ემ ქეი დის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მანამდე სტატიები შეფერხების გარეშე ქვეყნდებოდა, ხოლო პრობლემა მაშინ შეექმნათ, როცა საუბარი მენეჯმენტის კრიტიკაზე დაიწყო. „მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკრიტიკებდით საბანკო გიგანტს და საზოგადოების სამსჯავროზე გამოგვქონდა გაუგონარი დარღვევები „კრედიტ სუისს“-ის მხრიდან, მაშინ მედიას არანაირი დისკომფორტი და წუხილი არ ჰქონდა, ხოლო როდესაც საქმე შეეხო პირთა ვიწრო წრეს, ანუ, ბანკის მენეჯმენტს, ჩვენთვის მედიის კარი დახურული აღმოჩნდა: ფაქტობრივად, საკითხი…

მეტი...

,,დასავლეთი საქართველოსთვის ხელების გადაგრეხვას იწყებს”- გრიგორი კარასინი

,,დასავლეთი საქართველოსთვის ხელების გადაგრეხვას იწყებს რუსეთთან საკმაოდ მშვიდი ურთიერთობების გამო,”- ამის შესახებ საერთაშორისო საკითხებში რუსეთის ფედერაციის საბჭოს კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა. კარასინი სამხრეთ კავკასიაში არასტაბილურობას აანონსებს. “ახალი ღრუბელი ჩამოწვება სამხრეთ კავკასიის თავზე. დასავლეთელები რუსეთთან კონფრონტაციის აზარტში ფაქტიურად ყინავენ “ჟენევის დისკუსიების” ფორმატს, რომელიც საიმედო დამცავი ბადე იყო გამოწვევებებისთვის სამხრეთ კავკასიაში. ალბათ, შედარებითი სტაბილურობა უკვე აღარ შედის ვაშინგტონის გეგმებში. შესაბამისად, ტანჯვა და ღელვა ახლა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ჩვენს ხალხებს მოუწევთ. ეს უნდა გავითვალისწინოთ და მოვემზადოთ”, – წერს კარასინი.

მეტი...

,,დააკავეს სოფელ ჯიხაშკარში”- რას ამბობს ადვოკატი ბადრი ესებუას დაკავებაზე

საქართველოს ბანკის თავდასხმაში და მძევლების აყვანაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას ადვოკატი პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით,  უცნობია როდის და რა ვითარებაში მოხდა ესებუას დაკავება. „ვესაუბრე ბრალდების მხარეს, ამ შემთხვევაში პროკურორს და მასთან საუბრისას გავარკვიე რომ მასაც არ იცოდა დაკავების შესახებ. შემდეგ გავარკვიეთ, რომ ის დააკავეს სოფელ ჯიხაშკარში. ახლა ის, ქუთაისის მეორე დაწესებულებაში გადაჰყავთ“, – განაცხადა ბადრი ესებუას ადვოკატმა.   შსს ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს      

მეტი...

,,ესებუას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე 2020 წლიდან ძებნილი, ბადრის ესებუას დაკავებას ეხმაურება. მინისტრის თქმით, ესებუას დაკავება გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც. “ვულოცავ ყველა პოლიციელს, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, რთული ოპერაციის წარმატებით დასრულებას. ესებუას დაკავება არამხოლოდ სამართლიანობის აღდგენა, არამედ ასევე გამაფრთხილებელი სიგნალია ცდუნებას აყოლილი კრიმინალური რომანტიკოსებისთვისაც”,- წერს რატი ბრეგაძე. შსს ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

მეტი...

,,ორ წელიწადში შევქმენით იმაზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, ვიდრე რომელიმე პრეზიდენტმა შექმნა ოთხი წლის განმავლობაში”- ჯო ბაიდენი

,,ჩვენ შევქმენით 12 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი, ორ წელიწადში იმაზე მეტი სამუშაო ადგილი, ვიდრე რომელიმე პრეზიდენტმა შექმნა ოთხი წლის განმავლობაში,” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით მიმართვისას განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, ორი წლის წინ „კოვიდმა“ დახურა ბიზნესები, სკოლები და ქვეყანა გაძარცვა, თუმცა დღეს „კოვიდ-19“ ამერიკელების ცხოვრებას ვეღარ აკონტროლებს. „ჩვენ ერთად გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკა ყოველთვის აკეთებს. ჩვენ ვლიდერობთ. ჩვენ გავაერთიანეთ ნატო და შევქმენით გლობალური კოალიცია. ჩვენ წინ აღვუდექით პუტინის აგრესიას. ჩვენ უკრაინელ ხალხთან ერთად ვიდექით. დღეს საღამოს ჩვენ კიდევ ერთხელ შემოგვიერთდა უკრაინის ელჩი შეერთებულ შტატებში. ის წარმოადგენს არა…

მეტი...

შსს ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუ  დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ,,სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული…

მეტი...

ქართველმა მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან ქალი ამოიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებიმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ. ,,60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით გაემგზავრა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქალაქ ადიამანში, საქართველოდან დამატებით 40 მეხანძრე-მაშველის გაგზავნის შესახებ, რომლებიც უახლოეს პერიოდში შეუერთდებიან მეხანძრე-მაშველთა ძირითად ჯგუფს. ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებითა და მაშველი ძაღლებით. სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე…

მეტი...

 თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 900-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში ორშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულია მინიმუმ 7 926 ადამიანი. დაშავდა თითქმის 40 000 ადამიანი. ასობით ადამიანი ჯერ ისევ ნანგრევების ქვეშ რჩება, რის გამოც მსხვერპლთა რაოდენობის ზრდას ელიან. ამასთან, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქთაის განცხადებით, ნანგრევებიდან, ამ დრომდე, 8 000-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

მეტი...

რა ვითარებაში დააკავეს ბადრის ესებუა – ახალი დეტალები

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა  ზუგდიდში იმ დროს დააკავეს, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში გადასვლას აპირებდა. ესებუა სოფელ ჯიხაშკარში აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბადრი ესებუა ქუთაისში გადაიყვანეს. ამასთან, ესებუას დაკავების შესახებ ოფიციალური კომენტარი შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ არ გაკეთებულა. ცნობისთვის, ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

მეტი...

,,უკრაინის დასახმარებლად ჩვენ გავაერთიანეთ ნატო და შევქმენით გლობალური კოალიცია”- ჯო ბაიდენი

,,ამერიკა ერთიანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში. ჩვენ თქვენთან ვიდგებით იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. ჩვენ ვიღვწით მეტი თავისუფლებისთვის, მეტი ღირსებისა და მეტი მშვიდობისთვის, არა მარტო ევროპაში, არამედ ყველგან“,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრა იყო ტესტი შეერთებული შტატებისთვის. „მე ამ დარბაზში ვისაუბრე ერთი წლის წინ, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომის გაჩაღებიდან რამდენიმე დღეში. ეს იყო საუკუნეების ტესტი, ტესტი ამერიკისთვის, ტესტი მსოფლიოსთვის. დავიცავდით უმთავრესს პრინციპებს? მხარს დავუჭერდით სუვერენიტეტს? მხარს დავუჭერდით ხალხის უფლებას, იცხოვრონ ტირანიის გარეშე? დავდგებოდით დემოკრატიის დასაცავად? დიახ,…

მეტი...

ბადრი ესებუა დააკავეს

ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ესებუა ზუგდიდში გამთენიისას აიყვანეს, სავარაუდოდ, მაშინ, როცა აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავმდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

მეტი...