თურქეთში ზღვის დონე გაიზარდა და ქალაქი დაიტბორა

დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, თურქეთს წყალდიდობა უტევს. თურქეთში ზღვის დონემ აიწია, რამაც წყალდიდობა გამოიწვია. ზღვის დონე განსაკუთრებით  ჰათაის პროვინციის მიმართულებით ისკენდერუნის ოლქში გაიზარდა.

დატბორილია როგორც გზები, ისე შენობები. გარკვეული შენობებიდან მოსახლეობის ევაკუაციაც მოხდა. მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დაზიანებულ სახლებში არც შევიდნენ და არც  მიუახლოვდნენ.

 

მსგავსი თემები