,,საშუალო დონის მიწისძვრაც კი პრობლემაა ჩვენთვის”- ზურაბ ჯავახიშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

,,ჩემი აზრით, ასეთი ძლიერი მიწისძვრები, როგორიც თურქეთში იყო, საქართველოში მოსალოდნელი არ არის,”- ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში სუსტ მიწისძვრასაც კი ძალიან დიდი ზარალის და მსხვერპლის მოტანა შეუძლია.

,,ჩვენთან, გაცილებით სუსტ მიწისძვრას, თუ ის 5 მაგნიტუდის არის და დიდ ქალაქთან ახლოს ხდება, ძალიან დიდი ზარალის და მსხვერპლის მოტანა შეუძლია. სამწუხარო გამოცდილება უკვე გვაქვს, 4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ რა ზარალი მოიტანა, ხალხიც დაიღუპა.

ჩვენთან მკვეთრად გამოხატული სეისმური საფრთხის მქონე ზონებია: კავკასიონის მთავარი ქედი, მისი ცენტრალური ნაწილი, აღმოსავლეთით კახეთის მხარე, ჯავახეთის ზეგანი. ეს ადგილები მეჩხრად არის დასახლებული.

სეისმურ რისკზე, მსხვერპლსა და ზარალზე თუ ვისაუბრებთ, აქ თბილისია ყურადღება მისაქცევი. მიუხედავად იმისა, რომ სეისმურად აქტიური რეგიონი არ არის, მჭიდრო დასახლებები, მაღლივი შენობების არსებობა და უხარისხო შენობები ძალიან დიდ საფრთხეს ქმნის,”- განაცხადა ზურაბ ჯავახიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ .

 

“თბილისზე ყურადღებაა მისაქცევი” – სეისმოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები