თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა.  გარდაცვლილი ია ჭკადუაა.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისივე ახლობლები ავრცელებენ.

ცხედარი  ნანგრევებიდან უკვე ამოიყვანეს.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ სირიასა და თურქეთში 11 000-ს გადააჭარბა. დაშავებულია 40 000-მდე  ადამიანი.

მსგავსი თემები