„ნომერ პირველი თემა იქნება სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ამ ჯოჯოხეთისგან გათავისუფლება“ – ხაბეიშვილი

„როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული თავმჯდომარე ყველაფერს გავაკეთებ, რომ „დავმობილიზდეთ“ და სერიოზული მოძრაობა დავიწყოთ ამ მიმართულებით“ – აცხადებს პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის სანახავად მივიდა.

მისი თქმით, სხვა თემა, გარდა სააკაშვილისა, დღის წესრიგიდან მოხსნილია.

„მძიმეა პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. როგორც პაციენტს, მას რეანიმაციაში გადაყვანა სჭირდება, მაგრამ არ ექცევიან, როგორც პაციენტს. მნიშვნელოვანია მისი გადაყვანა რეანიმაციაში. თუ ამას ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი არ აკეთებს, უნდა იცოდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნომერ პირველი თემა იქნება სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ამ ჯოჯოხეთისგან გათავისუფლება. ამ პირობებში სხვა პოლიტიკის წარმოება შეუძლებელი იქნება“ – აღნიშნა ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები