გერმანიამ რუსეთში ექსპორტი ორჯერ შეამცირა – მედია

გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით, გერმანიამ რუსეთში ექსპორტი ორჯერ შეამცირა. მათივე ცნობით, 2022 წლის ოქტომბერში გერმანიის რუსეთში ექსპორტი თითქმის 60%-ით ნაკლები იყო, 2021 წლის ოქტომბერთან შედარებით.

ამასთან, რუსულ საწვავზე უარის თქმის მასშტაბური ძალისხმევების მიუხედავად, რუსეთიდან გერმანიაში იმპორტი ნაკლებად მწვავედ, 49%-ით შემცირდა.

“რუსეთთან ვაჭრობა მნიშვნელოვნად შესუსტდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყებიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები