,,წინააღმდეგი ვარ უკრაინაში რაიმე სახის სასიკვდილო იარაღის გაგზავნის, ეს ომს ახანგრძლივებს”- ხორვატიის პრეზიდენტი

 ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი უკრაინაში ტანკების გაგზავნას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ”რაიმე სახის სასიკვდილო იარაღის გაგზავნის” წინააღმდეგია.

,,მე წინააღმდეგი ვარ უკრაინაში რაიმე სახის სასიკვდილო იარაღის გაგზავნის, ეს ომს ახანგრძლივებს,” – განაცხადა ზორან მილანოვიჩმა.

ხორვატიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილი აღარასდროს იქნება.

„რა არის მიზანი? რუსეთის დაშლა, ხელისუფლების შეცვლა? საუბარია რუსეთის დაშლაზეც. ეს სიგიჟეა“, – აღნიშნა ზორან მილანოვიჩმა.

 

მსგავსი თემები