,,მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები საშინლად ჩაიშალა”- დიმიტრი მედვედევი

მტრულ ქვეყნებს არ აქვთ გამბედაობა აღიარონ, რომ მათი „ჯოჯოხეთური“ სანქციები საშინლად ჩაიშალა, არ მუშაობს, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი გააგრძელებს დასავლური ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებას ყოველგვარი ლიცენზიებისა და ჰონორარიების გადახდის გარეშე.

„სამრეწველო პროდუქტებისა და სამომხმარებლო საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა ჩაანაცვლა ჩვენმა, რუსულმა, ხოლო დაკარგული – აზიურმა ბრენდებმა. პარალელური იმპორტიც მუშაობს, საიდანაც იგივე დასავლურ ბრენდებს ვიღებთ და მათი მფლობელები არაფერს იღებენ. ასე რომ, ყველაფერი ისეა, როგორც ყოველთვის – ამერიკელები ფულს შოულობენ დამცირებული ევროპის ხარჯზე. ამასთან, სავალუტო ფონდიც კი პროგნოზირებს წელს ეკონომიკურ ზრდას რუსეთში“, – განაცხადა მედვედევმა.

 

მსგავსი თემები