,,რას აკეთებს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში? ბრძოლისთვის უფრო ეფექტური მისი დატოვება იქნებოდა”- კობა ნაყოფია

,,რას აკეთებს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში? ბევრად ეფექტური იქნებოდა ბრძოლისთვის და სამომავლოდაც, რომ დაეტოვებინა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, კობა ნაყოფიამ ტელეკომპანია „მთავარს“ განუცხადა.

მისი თქმით, დღეს ვერ ხედავს ”ნაციონალური მოძრაობის” ფუნქციას პარლამენტში.

„დიდი ხანია, ჩემი მოსაზრება და დამოკიდებულება ამ საკითხზე ცნობილია. პირველივე დღიდან, მომხრე ვიყავი ზოგადად არც შევსულიყავით, მომხრე უკვე შესვლის მერე გამოსვლის. დავასახელე კიდევაც, არის რამდენიმე დეპუტატი, რომელიც ამ თემას აქტიურად იხილავს შიგნით პარტიაში, მაგრამ კონსენსუსი ვერასდროს იქნა მიღწეული. იქნებ ახლა მაინც იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მიერ, რომ პარტიამ დატოვოს. ვერ ვხედავ პარტიის ფუნქციას დღეს პარლამენტში, რას აკეთებს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში? ბევრად ეფექტური იქნებოდა ბრძოლისთვის და სამომავლოდაც, რომ დაეტოვებინა „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტი. ამას პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება“, – განაცხადა ნაყოფიამ.

მსგავსი თემები