,,ძალიან ცუდადაა…არ ვიცი როდემდე გაძლებს”- გიული ალასანია

კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დედა, გიული ალასანია მივიდა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტმა გუშინ ისევ დაკარგა გონება. ,,ისევ გონების დაკარგვის ეპიზოდი გამეორდა. ძალიან ცუდადაა. ეს პროცესები მიდის, ხვალ იქნება კიდევ პროცესი, გუშინ იყო, მაგრამ მე არ ვიცი უკვე რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ეს ადამიანი არ ვიცი როდემდე გაძლებს. ამდენი ხანი გაძლებს ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში?! ძალიან მეეჭვება, რა ვიცი. ეს მომდევნო კვირა აღარ დაილია”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არ ენდობა „ვივამედის“ კლინიკის მედიკოსებს”- გიული ალასანია

,,როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი არ ენდობა „ვივამედის“ კლინიკის მედიკოსებს და ამიტომ არ იწყებს მკურნალობას,”– ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ კიდევ დაკარგა გონება. „ძალიან ცუდად არის. ხვალ იქნება კიდევ ახალი პროცესი. გუშინაც იყო, ხვალაც იქნება, მაგრამ მე არ ვიცი უკვე რა აზრი აქვს ამ ყველაფერს, რადგან არ ვიცი, როდემდე გაძლებს ეს ადამიანი“, – განაცხადა ალასანიამ.  

მეტი...

რუსული ბაზარი მთლიანად უცხოური კომპანიების მხოლოდ 6%-მა დატოვა – კიევის ეკონომიკის სკოლა

კიევის ეკონომიკის სკოლის ანგარიშის თანახმად, ომის დაწყებიდან დღემდე რუსული ბაზარი მთლიანად უცხოური კომპანიების მხოლოდ 6%-მა დატოვა. მათივე ცნობით, რუსული ბაზრიდან მთლიანად მხოლოდ 179-მა საერთაშორისო კომპანია გავიდა, დანარჩენები კი რუსეთში საქმიანობას ნაწილობრივ მაინც აგრძელებენ. ინსტიტუტის ინფორმაციით, 491-მა კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთში ოპერირებას წყვეტენ და ქვეყანას ეტაპობრივად ტოვებენ. 1218 კომპანია კი, რომლებიც რუსულ ბაზარზე არსებული უცხოური კომპანიების 40%-ს შეადგენენ, რუსეთში საქმიანობას ომის დაწყების შემდეგაც უცვლელად აგრძელებენ.

მეტი...

დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 11%–ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის საშუალო რეალური ზრდა 10.1 პროცენტით განისაზღვრა. მათივე ცნობით, 2022 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების და ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების დარგებში.

მეტი...

,,მოღალატეები არიან რამდენიმე მხრიდან, მიხეილ სააკაშვილმაც იცის, ვინ ვინ არის”- ლიზა იასკო

,,მოღალატეები არიან რამდენიმე მხრიდან. მიხეილ სააკაშვილმაც იცის, ვინ ვინ არის და კარგად იცის, ვინ რას ეუბნებოდა, ვინ ასრულებდა თავის დაპირებას და ვინ არა,”- ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ განცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა  იცის თუ ვინ უღალატა მას. ,,არ მინდა, სახელები დავასახელო, არც ვანო მერაბიშვილი, არც სხვა. უბრალოდ, მე კარგად ვიცოდი, ვინ უკავშირდებოდა მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილი ამ ჯგუფში არ იყო. ის ძალიან იშვიათი სტუმარი იყო კიევში. მე ვერ დავადასტურებ, რომ იმ დროს რაღაც ხდებოდა. ალბათ, ვანომ თქვა ის, რაც ჰქონდა სათქმელი. ვფიქრობ, რომ რაღაც სპეკულაცია ამ თემასთან…

მეტი...

,,ნიკა მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა, კეზერაშვილის, უგულავას, თარგამაძის, „მაჩვის“ გაბაზრებულია”- თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი მედიაში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც ნიკა მელია ფიგურირებს, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და მატი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული. „სანამ არჩევნები მორჩებოდა, არ მინდოდა ჩარევა, ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ მოქმედება – ხომ ვთქვი, მინდოდა ყველას წაეგო და ასეც მოხდა იდეაში. ახლა, როცა მორჩა, გეტყვით, რომ მელიას ჩანაწერი 2016 წლისაა და ჩვენი მეგობრული ჩეთიდანაა გავრცელებული. ამ ჩეთში ვიყავით მე, გიგა, უგულავა (ციხიდან გამოსვლის მერე და არა ვოისების მომენტში), კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, ლევან თარხნიშვილი, მელია და გვარამია (რომელიც მაგ ვოისების ჩაყრის მომენტში უკვე გასული…

მეტი...

პაკისტანში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში, მეჩეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 87-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი პირი დაშავებულია. პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში,ლოცვის დროს სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი. ქალაქში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. ეს პაკისტანში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა. მოძრაობა „თალიბანმა“ ფეშავარში თავდასხმასთან კავშირი უარყო.

მეტი...

,,რუსეთის ეკონომიკა უარესდება, ომი წაგებულია – სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური გახდება”- აბას გალიამოვი

,,უკრაინასთან გამარჯვების გარეშე პუტინს რუსებთან სირთულეები შეექმნება. რუსებს არ სჭირდებათ ის, თუ ის ძლიერი არ არის. მან შეიძლება მართლა გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და გააუქმოს არჩევნები”- ამის შესახებ რუსმა პოლიტოლოგმა აბას გალიამოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთში სამხედრო გადატრიალების შესაძლებლობა რეალური ხდება. ,,რუსეთის ეკონომიკა უარესდება, ომი წაგებულია, რუსეთის მხრიდან დაღუპულთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება, ამიტომ რუსებს უფრო მეტი სირთულეები შეექმნებათ და ისინი შეეცდებიან იპოვონ ახსნა, რატომ ხდება ეს, შეხედავენ პოლიტიკურ პროცესს და თავადვე გასცემენ პასუხს: “ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენს ქვეყანას მართავს ძველი ტირანი, ძველი დიქტატორი”. ამ მომენტში ვფიქრობ, სამხედრო გადატრიალების…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით,  ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი პირი კლინიკაში გადაიყვანეს. დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

რუსეთი განაგრძობს შეტევას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებზე და დიდ დანაკარგს განიცდის – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთის ძალები განაგრძობს შეტევას ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებებზე და დიდ დანაკარგს განიცდის. ასევე წარუმატებელ შეტევით მოქმედებებს აწარმოებს ავდეევკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზე. უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერის რუსეთის თავდასხმა. გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ სამი საჰაერო და ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, 60-ზე მეტჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. მშვიდობიან მოსახლეობას შორის არიან დაშავებულები. მათივე ცნობითვე, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოთხი დარტყმა განახორციელეს მტრის ძალების კონცენტრაციის რაიონებზე, იერიში მიიტანეს რუსი სამხედროების მართვის სამ პუნქტზე და საბრძოლო მასალების ორ საწყობზე.

მეტი...

,,საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის, ამიტომ ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ”- მარკ ფეიგინი

,,საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის, ამიტომ ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ,”- ამის შესახებ რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი აცხადებს. მისი თქმით, იმოქმედეგენ მათზე ვინც იღებს გადაწყვეტილებებს დასავლეთში, მათ შორის სანქციებზე. ,,საქართველოს მთავრობას ჩვენი არ ესმის. ამიტომ ჩვენ სხვანაირად ვიმოქმედებთ. ვიმოქმედებთ მათზე ვინც იღებს გადაწყვეტილებებს დასავლეთში, მათ შორის სანქციებზე, ასევე პოლიტიკურ ზეწოლაზე. მათზე ვისაც საქართველო ჯერჯერობით მოკავშირედ თვლის. მოვამზადებთ ახალ აქციას. მოვიკრებთ ძალებს და ზემოქმედება იქნება საკმაოდ მტკივნეული, რადგან საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ რეაგირებს. ეს ძალიან ცუდია. 190 სანტიმეტრიანი ადამიანი იწონის 69 კილოგრამს – დააკვირდით შეფარდებას. ასე რომ შევათანხმებთ, მოვემზადებით და ვეცდებით გავაგებინოთ…

მეტი...

ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნას არ გამორიცხავს. „პრინციპში, არაფერია გამორიცხული“, – განაცხადა მაკრონმა დანიის პრემიერ-მინისტრთან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ. საფრანგეთის პრეზიდენტის განმარტებით, ნებისმიერმა შეიარაღებამ არ უნდა შეუწყოს ხელი ესკალაციას. ასევე  შეიარაღება არ იქნება გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, არამედ მხოლოდ წინააღმდეგობის ძალისხმევისთვის. ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ იარაღის ნებისმიერმა მიწოდებამ არ უნდა შეასუსტოს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები.

მეტი...

,,მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ურთიერთქმედება ამიერკავკასიაში”- რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს 3+3 ფორმატის მონაწილედ განიხილავს

,,მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ურთიერთქმედება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ თანაბარ დიალოგს საქართველოს და აფხაზეთს, ასევე სამხრეთ ოსეთს შორის,”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამია, მოსკოვის მიზანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთის, ირანისა და თურქეთის მონაწილეობით 3+3 საკონსულტაციო პლატფორმა გაააქტიუროს. ,,ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული ურთიერთქმედება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს პირდაპირ თანაბარ დიალოგს საქართველოს და აფხაზეთს, ასევე სამხრეთ ოსეთს შორის. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ 2021 წლის დეკემბერში დაწყებული 3+3 საკონსულტაციო რეგიონული…

მეტი...

აშშ-მა უკრაინას Bradley-ს 60 საბრძოლო მანქანა გაუგზავნა

აშშ-მა უკრაინას „ბრედლის“ ქვეითთა საბრძოლო მანქანების პირველი პარტია გაუგზავნა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობის ინფორმაციით, „ბრედლის“ 60 ერთეული უკრაინისკენ სამხრეთ კაროლინის ჩრდილოეთ ჩარლსტონის სანაპიროდან გასულ კვირას გაემართა. მათივე განცხადებით, გაგზავნილი საბრძოლო მანქანები უკრაინის ძალებს დამატებითი შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს რუსეთის უკანონო ინტერვენციისგან საკუთარი საზღვრების დასაცავად. ,,ბრედლი არის ძალიან ძლიერი მანქანა, რომელსაც ჩვენ უკრაინელებს ვაძლევთ. იმედია ეს გააძლიერებს მათ შესაძლებლობებს წინსვლის უზრუნველსაყოფად ბრძოლის ველზე და დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, იმ აღჭურვილობით, რომელიც ემთხვევა ან აღემატება იმას, რაც რუსებს აქვთ”, – განაცხადა არმიის ვიცე-პოლკოვნიკმა, რებეკა დ’ანჯელომ.

მეტი...

,,ქართველებზე არ იყიდება” – ბათუმში, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქე ბინებს ყიდის

“ქართველებზე არ იყიდება!” – სოციალურ ქსელში გამოჩნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ბინებს, სავარაუდოდ, რუსეთის მოქალაქე ყიდის. როგორც პოსტის ავტორს აქვს მითითებული, ბინა ქართველებზე არ იყიდება. მას შემდეგ, რაც მის პოსტს უკმაყოფილება მოჰყვა, ავტორმა განცხადება წაშალა.  

მეტი...

,,რუსეთს  150 000 ადამიანი ჰყავს რეზერვში ახალი შეტევისთვის, კიევი ძლიერად ემზადება ასეთი სცენარისთვის”- ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას 150 000 ადამიანი ჰყავს რეზერვში უკრაინის წინააღმდეგ ახალი შეტევისთვის. მისივე თქმით, კიევი ძლიერად ემზადება ასეთი სცენარისთვის. ,,ჩვენ გვესმის საფრთხეები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ამისთვის ვემზადებით ძალიან ძლიერად. პრეზიდენტი ყოველდღიურად ურთიერთობს თავის უცხოელ კოლეგებთან სამხედრო დახმარების საკითხზე და ყოველდღიურად გრძელდება მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. დიახ, ეს არის გამოწვევა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევას გადავლახავთ, რადგან 2022 წლის 24 თებერვალი გაცილებით რთული იყო. მაშინ მარტო ვიყავით აგრესორი ქვეყნის პირისპირ და არ გვჯეროდა ჩვენი გამარჯვების“, – განაცხადა დანილოვმა. მისი თქმით,…

მეტი...

თავდასხმა ბრიუსელის მეტროში – არიან დაშავებულები

ბრიუსელში, მეტროსადგურ შუმანზე ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. მედიის ცნობით, პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. თავდასხმის მოტივი და დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

მეტი...

,,რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს ყველგან და ყველაფერში”- ვოლოდიმირ ზელენსკი

​„რუსული ტერორი უნდა დამარცხდეს ყველგან და ყველაფერში – ბრძოლის ველზეც და იმაშიც, რომ ჩვენს ქვეყანაში არ დარჩეს არცერთი ნანგრევი, რომ ჩვენ შევძლოთ ყველაფრის აღდგენა და დამტკიცება, რომ თავისუფლება უფრო ძლიერია“,- ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, დანიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას უკრაინის თავდაცვით საჭიროებებსა და აღდგენაზე ისაუბრეს. „ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინის თავდაცვით საჭიროებებზე. იმაზე, რა შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი სამხრეთისა და ჩვენი აღმოსავლეთის გათავისუფლებაში. ასევე იმაზე, თუ რა გვჭირდება უკრაინის აღდგენის კონტექსტში. მიკოლაევი არის ქალაქი, რომლის აღდგენაზეც დანიამ პატრონაჟი საკუთარ თავზე აიღო. ეს საჭიროებს პროექტებს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის…

მეტი...

კობა ნაყოფია პარტიულ თანამდებობას ტოვებს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია დაკავებულ პოზიციას ტოვებს. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე, პარტიის რიგით წევრად დარჩება. „ჯერ კიდევ გახლავართ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, თუმცა დღეიდან, ალბათ, აღარ ვიქნები. ვტოვებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტს, ისევე, როგორც თვითონ პოლიტსაბჭოს. ვრჩები მხოლოდ პარტიის რიგით წევრად, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი, პუტინის პირადი პატიმარი, საპყრობილეში იქნება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ გადაიყვანენ უცხოეთში სამკურნალოდ, რაც მისი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალია“ – აცხადებს ნაყოფია.

მეტი...

„ხაბეიშვილი ქუჩის ხულიგნის იმიჯი აქვს“ – გია ხუხაშვილი

პოლიტიკური ანალიტიკოსის, გია ხუხაშვილის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარეს ხულიგნის იმიჯი აქვს და მას სერიოზულად არავინ დაელაპარაკება. „ვერ  წარმომიდგენია ვერც ერთი ელჩი, რომელიც ხაბეიშვილთან დაჯდება და სერიოზული საკითხების განხილვას დაიწყებს. ის უცხო სხეულია დასავლეთისთვის, ის არის ქუჩის ხულიგანი, ასეთი იმიჯი აქვს. შესაბამისად, დასავლეთიც სკეპტიკურად შეხედავს მის კანდიდატურას და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას“ – აცხადებს ხუხაშვილი.

მეტი...

„ეს დაავადება განვითარდა ახლა, როდესაც მალაბსორბციის დიაგნოზი და შეწოვის დაქვეითება გაჟღერდა“ – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

​ჰემატოლოგ მარინე აბაშიძის განაცხადებით, მიხეილ სააკაშვილს  რკინადეფიციტური ანემია მხოლოდ მას შემდეგ განუვითარდა, რაც მალაბსორბციის დიაგნოზი დაუსვეს. მისივე შეფასებით, თუკი შიმშილობის მერე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არც ხორცს იღებდა, არც სხვა საკვებს და მას არ განვითარებია რკინადეფიციტური ანემია, ახლა მხოლოდ ხორცის არმიღების გამო, არ განვითარდებოდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მალხაზ ურთქმელიძე დაინტერესდა, რკინადეფიციტური ანემია მას შემდეგ ხომ არ განვითარდა, რაც სააკაშვილი ხორც არ იღებს. როგორც ჰემატოლოგმა სასამართლოზე აღნიშნა,  როდესაც სააკაშვილი გორის კლინიკაში იწვა, რკინადეფიციტური ანემია არ დაფიქსირებულა. „ეს დაავადება განვითარდა მხოლოდ ახლა, როდესაც მალაბსორბციის დიაგნოზი და შეწოვის დაქვეითება გაჟღერდა. ჰემოგლობინი იკლებდა. რა თქმა…

მეტი...

აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედი ბირთვული შეთანხმება, 2026 წლის შემდეგ შესაძლოა შეწყდეს

აშშ-სა და რუსეთს შორის მოქმედი ბირთვული შეთანხმება, 2026 წლის შემდეგ შესაძლოა შეწყდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. მისი თქმით, სრულიად შესაძლებელი სცენარია, რომ ახლანდელი შეთანხმების ვადის გასვლის შემდეგ, ახალი აღარ დაიდოს. “სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვაკვირდებით ვაშინგტონის საკმაოდ გააზრებულ ქმედებებს, რომ იხელმძღვანელოს მხოლოდ მისი ეგოისტური ინტერესებით, სხვა ყველაფერს კი უგულებელყოფენ… START-იც ამ კურსის მსხვერპლი შეძლება გახდეს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ სცენარისთვის”, – განაცხადა სერგეი რიაბკოვმა. ცნობისთვის, რუსეთ-ამერიკის ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებას ვადა 2026 წლის 4 თებერვალს გასდის.

მეტი...

„ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“- კახა ოქრიაშვილი

„ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“- ასე ეხმიანება პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებულ თავმჯდომარეობის არჩევნებს. მისი თქმით, ნებისმიერი პარტიის განვითარებისთვის პერიოდული შიდა დემოკრატიული არჩევნები არის განვითარების მთავარი პირობა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა არჩევნები დასრულდა. ნებისმიერი პარტიის განვითარებისთვის პერიოდული შიდა დემოკრატიული არჩევნები არის განვითარების მთავარი პირობა. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ეს პრაქტიკა არავის დაუმკვიდრებია და არსებობენ პარტიები, რომლებსაც ბოლო 30 წელია, უცვლელი თავმჯდომარე ჰყავთ. ვინმეს წარმოგიდგენიათ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ჩატარდეს არჩევნები?! ამიტომაც არის „ოცნება“ ერთი…

მეტი...

,,უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია”- ევროკავშირის საბჭო

,,უკრაინის, მოლდოვისა,საქართველოს  და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია,”- ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი. ევროკავშირის საბჭომ 2023-2024 წლებში ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის ევროკავშირის პრიორიტეტები გამოაქვეყნა. „ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა წარმოადგენს ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლის გაძლიერებას ევროპის საბჭო აგრძელებს. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნებისა და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია. ეს ახალ იმპულს სძენს პროგრესის გაგრძელებას ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხრივ ამ ქვეყნებსა და უფრო ფართო რეგიონში“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მეტი...

სროლა დაბადების დღეზე – სამხრეთ აფრიკაში სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ აფრიკის აღმოსავლეთ კეიპის პროვინციაში, ქალაქ გკებერჰაში დაბადების დღეზე მასობრივი სროლის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. პოლიციის ინფორმაციით, ცეცხლი ორმა შეიარაღებულმა პირმა დაბადების დღეზე მყოფი სტუმრების მისამართით გახსნა. მომხდარზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.  

მეტი...

,,საქართველოზე ზეწოლა ძალიან მაღალია, ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთიდან”- ავსტრიის კანცლერი

,,მიხარია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ფინანსურ სანქციას, ეს არ არის მარტივი, რადგან საქართველოზე ზეწოლა ძალიან მაღალია, ლტოლვილთა დიდი ნაკადი დაატყდა თავს რუსეთიდან,” – ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ავსტრიის კანცლერმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა აღუთქვა. „ვისაუბრეთ ასევე იმ თემაზე, რომელიც თითქმის ერთი წელია, ჩვენ ყველას ძალიან გვაფიქრებს და გვაშფოთებს. ლაპარაკია უკრაინის ომზე. ადამიანები უაღრეს გაჭირვებაში იმყოფებიან, ომი სულ უფრო მძიმე ხასიათს იძენს და ამით იზრდება ადამიანთა ტანჯვა. საქართველო მართლაც განსაკუთრებულ სიტუაციაშია, ამაზე ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება.…

მეტი...

დანიის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

დანიის პრემიერ-მინისტრი, მეტე ფრედერიქსენი უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. ,,დანიის პრემიერმინისტრ მეტე ფრედერიკსენთან ერთად, მიკოლაივის საავადმყოფოში დაჭრილ უკრაინელ დამცველებს ვესტუმრეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეომრებმა შეძლონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც. მადლობელი ვარ ყველა იმ სამედიცინო მუშაკის, რომელიც ზრუნავს ჩვენი დამცველების ჯანმრთელობაზე. ვუსურვებ მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას!”, – წერს ზელენსკი.

მეტი...

,,ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთნაირი ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს”- ავსტრიის კანცლერი

ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის განცხადებით, ავსტრია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. მისივე თქმით, ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის ერთი და იმავე ამოსავალი პირობები უნდა არსებობდეს, უნდა იყოს ერთგვარი შემოკლებული გზა ამ მიზნის მისაღწევად. „რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, რომელზეც ბატონმა პრემიერ-მინისტრმაც გაამახვილა ყურადღება, ეს მიმართულება, მითუმეტეს დღევანდელ დროს, არის ძალზე მნიშვნელოვანი, რადგან საუბარია არა მხოლოდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, არამედ მათ შორის ეკონომიკურ მნიშვნელობაზეც. პრესკონფერენციამდე ჩვენ დღეს გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა ამ თემაზე. ვილაპარაკეთ ძალიან ბევრი, რისი გაკეთებაა აუცილებელი ამ მიმართულებით წარმატების მისაღწევად. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, რა გაკეთდა, რათა შესრულებულიყო ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციები. ჩვენთვის…

მეტი...

,,ბოლო 2 წელია, შევძელით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა, შარშანწინ გვქონდა 10.5 %”- პრემიერი

,,რაც შეეხება სხვა საკითხებს, ჩვენ მოგეხსენებათ, რომ პოლიტიკურ დონეზე, პოლიტიკური ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა ავსტრიასა და საქართველოს შორის. დღევანდელი ვიზიტი სწორედ ამის დამსახურებაა და მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ჩვენს პატივცემულ სტუმარს. ჩვენ ასევე გვქონდა განხილვა, თუ როგორ უნდა გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები სხვა მიმართულებებით, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ტურიზმი, ინვესტიციები,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად. „საქართველო არის ძალიან საინტერესო ადგილი ინვესტიციების განსახორციელებლად. ჩვენ ბოლო 2 წელია, შევძელით ორნიშნა ეკონომიკური ზრდის…

მეტი...

,,საქართველო ავსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მონაცემები შთამბეჭდავია”- ავსტრიის კანცლერი

,,საქართველო ავსტრიისთვის მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. არსებობს ბევრი მიმზიდველი შესაძლებლობა, რათა მოხდეს მათ შორის ავსტრიელი ინვესტორების მოზიდვა,” – ამის შესახებ ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,ჩემთვის მართლაც ძალიან სასიხარულოა, რომ აქ ვიმყოფები. ჩვენ გასული წლის ივლისში შევხვდით ერთმანეთს. ჩვენი შეხვედრა უფრო ადრე პერიოდისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა არ გამოვიდა და ამჯერად, ძალიან მიხარია, რომ  შევძელით შეხვედრა, რადგან ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ეს პროდუქტიული თანამშრომლობა. ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი დიპლომატიური ურთიერთობების ტრადიცია გვაქვს. უკვე 30 წელია, რაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილია. საქართველო ავსტრიისთვის მართლაც რომ ძალიან…

მეტი...

,,რუსულ ფულს, რომელიც ოლიმპიურ თვალთმაქცობას ყიდულობს, უკრაინული სისხლის სუნი არ აქვს“- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ომის პროპაგანდისტი უწოდა. პოდოლიაკი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი განიხილავს შესაძლებლობას, რომ რუს სპორტსმენებს ოლიმპიადებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ. „საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სიამოვნებით ადევნებს თვალს, როგორ ანადგურებს რუსეთი უკრაინას და შემდეგ სთავაზობს პლატფორმას რუსეთს გენოციდის პროპაგანდისთვის. თვალსაჩინოა, რომ რუსულ ფულს, რომელიც ოლიმპიურ თვალთმაქცობას ყიდულობს, უკრაინული სისხლის სუნი არ აქვს“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.    

მეტი...

,,ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე პოლარიზაციის დასრულება შეუძლებელია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ევროკავშირის რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია,  რამდენიმე რეკომენდაცია ვენეციის კომისიაშია გაგზავნილი, პირველი რეკომენდაციის შესრულება კი, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას ეხება, ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია,”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ოპოზიციასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის ყოველთვის მზად არის. „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და მოთხოვნები, რომელიც ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ, ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მთელი ჩვენი გუნდი, ხელისუფლება აი ამ პასუხისმგებლობით, ამ სულისკვეთებით მუშაობს. ჩვენ ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც წარმოგვიდგინეს და გადმოეცა საქართველოს. პირველივე დღეებიდან ჩვენ დავიწყეთ…

მეტი...

,,ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ლიდერის ღირსება არის ერთიანობა”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ლევან ხაბეიშვილს უსურვებს წარმატებით მართოს პარტია და მოახდინოს კონსოლიდაცია. „ეს პარტია არის ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თავმჯდომარეს ვუსურვებ, წარმატებით მართოს პარტია და მოახდინოს კონსოლიდაცია – ეს არის მიხეილ სააკაშვილის, გვარამიას გათავისუფლება, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. ყველას ვალია კონსოლიდაცია. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია. მადლობა ნიკას იმ საქმიანობისთვის, რაც მან პარტიაში აწარმოა. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ლიდერის ღირსება არის ერთიანობა და კონსოლიდაცია. განსაკუთრებით ახალ თავმჯდომარეს ვუსურვებ, ეს მიზანი იყოს მიღწეული“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან  ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.

მეტი...

,,ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია, რისი მიღებაც შეგვეძლო”- ღარიბაშვილი

,,ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე ყველა შესაძლო პროგრესს მიაღწია, რისი მიღებაც შეგვეძლო, ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შესახებ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა  ავსტრიის ფედერალურ კანცლერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია ყველა შესაძლო პროგრესს, რაც ჩვენ შეგვეძლო მიგვეღო ბოლო 10 წელიწადში. ეს არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც…

მეტი...

,,ბოლო 10 წელიწადში მოვახერხეთ ის, რომ საქართველოში გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება”- ირაკლი ღარიბაშილი

,,მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩემს ავსტრიელ კოლეგას საქართველოში, ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში ავსტრიის კანცლერის და შეიძლება მას ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის ფედერალურ კანცლერთან კარლ ნეჰამერთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,მინდა, მივესალმო გულითადად ჩემს ძვირფას კოლეგას, ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ კანცლერს, ბატონ კარლ ნეჰამერს. მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობ ჩემს ავსტრიელ კოლეგას საქართველოში, ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში ავსტრიის კანცლერის და შეიძლება მას ისტორიული ვიზიტი ვუწოდოთ. მინდა, პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგას ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, საუბარი. ზაფხულში მე ვიმყოფებოდი ვენაში ოფიციალური  ვიზიტით, როცა მიმასპინძლა…

მეტი...

,,დღეს, ამაღამ, ხვალ შეიძლება დაიწყოს პოლიორგანული უკმარისობა”- ენდოკრინოლოგი

ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დღეისთვის არის არა მძიმე, ან საშუალოდ მძიმე, არამედ უკიდურესად მძიმე. მისი თქმით, პაციენტის უკიდურესად მძიმე მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიორგანული უკმარისობა. „უკიდურესად მძიმე მდგომარეობა გულისხმობს იმას, რომ პაციენტი იმყოფება ისეთ ფაზაში, როდესაც დროის ნებისმიერ მონაკვეთში, დღეს, ამაღამ, ხვალ შეიძლება დაიწყოს პოლიორგანული უკმარისობა. ამას ნიშნავს პაციენტის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, რა პერიოდი შეიძლება გაუგრძელდეს ადამიანს ეს კრიტიკულად მძიმე მდგომარეობა. არავითარ შემთხვევაში, ეს თვე არ გაგრძელდება. რამდენიმე თვის წინ პაციენტის სხეულის მასის კლება უკვე საკმაოდ აჩქარებული იყო. მე მაშინ ვთქვი, რომ თუ ასე…

მეტი...