,,ნინო ნადირაძის პოზიციაა, რომ არ აქვთ პრობლემა რეანიმაციაში გადაყვანაზე, თუ სააკაშვილი დათანხმდება” – ხვიჩია

კლინიკა ”ვივამედში”  “გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია იმყოფებოდა. მისი თქმით, ესაუბრა კლინიკის დირექტორს ნინო ნადირაძეს, რომელმაც განუცხადა, რომ რეანიმაციაში გადაყვანაზე პრობლემა  არ აქვთ, თუ მიხეილ სააკაშვილიც თანახმა იქნება.

,,მე მაინტერესებდა რეანიმაციაში გადაყვანის საკითხი, რაზეც ქალბატონი ნინოს პოზიცია იყო, რომ მათ არ აქვთ პრობლემა, თუ მიხეილ სააკაშვილი დათანხმდება იქ მკურნალობის კურსს და თუ არ დათანხმდება, მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

მსგავსი თემები