,,რეანიმაციაში ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ, რაღაც პროცედურებია გასავლელი” – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, სააკაშვილი ჯერჯერობით  რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ. გიული ალასანიამ კლინიკა ”ვივამედი” ცოტა ხნის წინ დატოვა.

,,არ გადაუყვანიათ (რეანიმაციულ განყოფილებაში) ჯერჯერობით, იმიტომ რომ რაღაც პროცედურები არის გასავლელი. მე დეტალები არ ვიცი, უბრალოდ, ზოგადად გავიგე რომ არის კიდე რაღაცა დეტალები. სხვა მხრივ, მაღალი სიცხე რომ ჰქონდა, ახლა შედარებით დაწეული აქვს სიცხე და შედარებით ნორმალური მდგომარეობა გვაქვს…მთელი დღე მაგაზე არის საუბარი და მეც ასე ვიცოდი და რა ვიცი”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები