სააკაშვილის მხარე აცხადებს, რომ პაციენტი რეანიმაციაში გადაჰყავთ

კლინიკა „ვივამედთან“ საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. კლინიკასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იკრიბებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის რეანიმაციულ განყოფილებას ამზადებენ.

„ამ წუთებში მიხეილ სააკაშილი გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში. ახლა ჩამოვედი, ექიმთან მქონდა შეხვედრა. მზადდება რეანიმაციის პალატა. ის კლინიკიდან არ გაყავთ“ – აღნიშნა ჩალაძემ მედიასთან.

ინფორმაციას  შალვა ხაჭაპურიძეც ადასტურებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს რეანიმაციაში, სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ.

 

მსგავსი თემები