,,ვერავინ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს”- კახა კალაძე

,,ვერავინ, ვერც ერთი ადამიანი ვერ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო რუსეთთან თანამშრომლობს, ან ფარულად რაიმეს აწარმოებს. არ არსებობს,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ ავსტრიის ფედერალური კანცლერის, კარლ ნეჰამერის გუშინდელი განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ გზავნილები, რომელიც კანცლერის მხრიდან მოვისმინეთ, რეალობაა.

„გზავნილები, რომელიც ჩვენ მოვისმენთ, რა თქმა უნდა, რეალობაა. ძალიან მარტივია ადამიანმა ნახოს, რა ხდებოდა საგარეო მიმართულებით საქართველოში 2012 წლამდე, სად ვიყავით, რა ვითარება იყო და 2012 წლის შემდეგ რა ნაბიჯები იქნა გადადგმული. ვერავინ, ვერც ერთი ადამიანი ვერ მოიტანს კონკრეტულ ფაქტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო თანამშრომლობს რუსეთთან, ან ფარულად რაიმეს აწარმოებს. არ არსებობს! ის, რასაც ბოლო თვეების განმავლობაში კონკრეტული ადამიანების მხრიდან ვისმენთ, ჩვენ ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს არის სპეკულაციები და იმ ბინძური პროპაგანდის ნაწილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები