რომან აბრამოვიჩს სურს, “ჩელსის” გაყიდვიდან მიღებული 2,8 მლრდ დოლარი უკრაინას გადასცეს

რუსი ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს სურს, საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” გაყიდვიდან მიღებული 2,8 მლრდ დოლარი უკრაინას გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ”ტელეგრაფი” ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ფული სპეციალურ ფონდში ჩაირიცხება, რომელიც 2022 წელს უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შეიქმნა.

აბრამოვიჩს ფულის გადასარიცხად ევროკავშირის ნებართვის მიღება სჭირდება, რადგან მის წინააღმდეგ  სანქციები მოქმედებს.

 

მსგავსი თემები