„ნაცმოძრაობა“ დამთავრდა”- გურამ მაჭარაშვილი

„ნაცმოძრაობაში“ ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით, გაიმარჯვა ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა იმით, რომ „ნაცმოძრაობა“ დამთავრდა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რადიკალიზმის ძირითადი წყარო განადგურებულია.

„მთავარია, რომ რადიკალიზმის ძირითადი წყარო განადგურებულია. მათი ლიკვიდაციის პროცესი შეიძლება, დიდი ხანი გაგრძელდეს, მაგრამ პრაქტიკულად ხაბეიშვილის სახით აირჩიეს მერაბიშვილ-კეზერაშვილი, რასაც რადიკალური ოპოზიციის ამომრჩეველშიც კი ნეგატიური განწყობები მოჰყვა. მერაბიშვილსა და კეზერაშვილს ბრენდ – 5 ნომრის გამოყენება სჭირდებათ, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობები გარკვეული ინდულგენციის სახით გამოიყენენ, მათ შორის ე.წ. პოლიტიკური პარტია. „მედიამაგნატი“ კეზერაშვილი, რომელიც პოლიტიკურ პარტიას ფლობს, ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის იქნება შესაძლებლობა მისი პირადი უზრუნველყოფისთვის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები