“ლევან ხაბეს” – სააკაშვილი ხაბეიშვილს წერის უგზავნის და გამარჯვებას ულოცავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მიხეილ სააკაშვილისგან წერილი მიიღო. როგორც წერილში ვკითხულობთ, სააკაშილი ხაბეიშვილის გამარჯვებით კმაყოფილია.

„ტყვეობასა და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის წერილი. მადლობა პრეზიდენტს მხარდაჭერისა და კეთილგანწყობისთვის. მზად ვარ მიშას, ნიკას, პოლიტიკური პატიმრებისა და ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის უკომპრომისო, ურთულესი ბრძოლისთვის“, – წერს ლევან ხაბეიშვილი და მიხეილ სააკაშვილის წერილს აქვეყნებს.

„ლევან ხაბეს. გილოცავ, ძმა. გთვლი ჩემს უახლოეს ადამიანად და ძალიან დიდი პოტენციალის მქონე პოლიტიკოსად. მე საქართველოში არ ვაპირებ არანაირ პოლიტიკურ საქმიანობას, მაგრამ შენ ყოველთვის დაგიჭერ მხარს უკრაინიდან და სხვა ადგილებიდან. გეხვევი“, – აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.

 

მსგავსი თემები