,,სააკაშვილის სიმაღლე აქვთ დაპატარავებული საბუთებში იმიტომ, რომ კრიტიკულ ნიშნულს არ ჩამოცდეს მისი პარამეტრები”- ხაბეიშვილი

,,დანის პირზე დადიან და აკეთებენ ყველაფერს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს,”- ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს არ ექცევიან როგორც პატიმარს,  მას ექცევიან როგორც პოლიტიკურ ოპოზიციონერ ლიდერს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ.

,,პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და მას არ ექცევიან როგორც პატიმარს. მას ექცევიან როგორც პოლიტიკურ ოპოზიციონერ ლიდერს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ნებისმიერ სხვა პაციენტს ამ მაჩვენებლებით გადაიყვანდნენ რეანიმაციაში, მაგრამ არ გადაჰყავთ იმიტომ რომ სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი ამ მდგომარეობიდან და სასამართლოსთვის არ უნდათ დამატებით არგუმენტი რომ აი, იმდენად მძიმეა რომ რეანიმაციაში გადაყვანა უწევთ, არადა ვხედავთ, რომ სასამართლო პროცესებზე 100 მეტრში ვერ მოჰყავთ.

ისინი დანის პირზე დადიან და აკეთებენ ყველაფერს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს და ახლა მე როგორც შევიტყვე ექიმებისგან, პრეზიდენტ სააკაშვილის სიმაღლე აქვთ დაპატარავებული საბუთებში იმიტომ, რომ კრიტიკულ ნიშნულს არ ჩამოცდეს მისი პარამეტრები . ანუ- 1 მეტრი და 94 სმ-ია პრეზიდენტი სააკაშვილი და 68 კგ რეალურად. ამბობენ, რომ 1,92-სმ-ა. 2 სანტიმეტრი კიდევ მოაკლეს იმიტომ, რომ პარამეტრები შეინარჩუნონ” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები