ხაბეიშვილი მმართველ გუნდს გარიგებას სთავაზობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ახლად არჩეული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი „ქართულ ოცნებას“ გარიგებას სთავაზობს.

„სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ვთავაზობ რუსულ “ოცნებას” – პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისსაც გადავუფორმებთ“ – ასეთია ხაბეიშვილის გარიგების საგანი, რომელიც მან მედიასთან გააჟღერა.

მისივე თქმით, მთავარი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და პარტია ამისთვის ყველაფერზე წამსვლელია.

„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ არათუ პარლამენტი დატოვოს, არამედ დატოვოს საკრებულოებიც. საზოგადოებას პასუხი უნდა გავცეთ. პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ, ოღონდ შედეგი, რომ დადგეს, აქედანვე ვთავაზობ რუსულ “ოცნებას” პარლამენტიდანაც გავალთ, საკრებულოებიდანაც და “ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისსაც გადავუფორმებთ “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს. მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის დავიწყებთ ნულიდან ყველაფერს. მათ ხომ უნდათ, რომ გაქრეს ოპოზიცია და “ნაციონალური მოძრაობა”, მიშა სააკაშვილის თავისუფლებისთვის ჩვენ მზად ვართ მანდატები დავტოვოთ პარლამენტშიც, საკრებულოებშიც და პარტიის ოფისი გავუფორმოთ ბიძინა ივანიშვილს, ოღონდ ამას უნდა მოჰყვეს შედეგი“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

მსგავსი თემები