,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ”- ხატია დეკანოიძე

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ”- ასე ეხმაურება ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ”ნაციონალური მოძრაობის” ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

მისი თქმით,  ისეთი განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან.

„აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ კოლეგებთან შეუთანხმებლად ასეთი განცხადებები არ კეთდება. არ ვიცოდი ამ განცხადებების შესახებ. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში ყველას მოვუწოდებ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციებს თავი დაანებონ. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მთავარი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა გადარჩეს, მაგრამ პარტია არის კოლეგიალური ორგანო და ყველას სჭირდება კოლეგებთან აზრების გაზიარება. მე არ ვიცი, ეს რა კონტექსტში ითქვა, მაგრამ განსაკუთრებით ისეთი სერიოზული განცხადებები, როგორიც ახალმა თავმჯდომარემ ახლა გააკეთა, შეთანხმებული უნდა იყოს ყველა კოლეგასთან, ჩემთან ეს შეთანხმებული არ ყოფილა”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები