„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, კლინიკის პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს. მისი თქმით, კონკრეტული ადამიანები კლინიკის ექიმებს ემუქრებიან.
მისივე თქმით, როდესაც მუქარაზე საუბრობს, მხედველობაში არ ჰყავს სააკაშვილის ოჯახის წევრები.
„განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კლინიკის პერსონალი მუშაობს წარმოუდგენელი წნეხის, წარმოუდგენელი მუქარების ქვეშ. კონკრეტული ადამიანები გვემუქრებიან ყველა ექიმს. წარმოუდგენელი სტრესის ქვეშ მუშაობს პერსონალი, რადგან უკვე გადავიდნენ მუქარებზე, ოჯახის წევრებზეც. მათ შორის მეც მემუქრებიან და ჩემი ოჯახის წევრებსაც. გვემუქრებიან სოციალური ქსელით, არის სატელეფონო მესიჯები. ყველა ეს ადამიანი დასახელდება“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.