„ყველაფერს გადავუფორმებთ ირაკლი კობახიძეს და სანაცვლოდ გაუშვით მიხეილ სააკაშვილი“ – დიმიტრი შაშკინი

”ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, პარტიის მთავარი ამოცანაა მიხეილ სააკაშვილის გამოყვანა ციხიდან და გადაყვანა საზღვარგარეთ სამკურნალოდ. ამის სანაცვლოდ, ის ქართულ ოცნებას ყველაფერს უცვლია, რაც „ნაცმოძრაობას“ გააჩნია.

„კობა ნაყოფიას შეუძლია აჩვენოს მაგალითი და დატოვოს პარლამენტი, როგორც ნონა მამულაშვილმა დატოვა. ლევან ხაბეიშვილის სტრატეგია შემდეგია: პარლამენტში ჩვენი ყოფნა, საკრებულოებში ჩვენი ყოფნა, ის ერთადერთი ოფისი, რომელიც დარჩენილია კახეთის გზატკეცილზე, ყველაფერი, მზად ვართ რომ გადავცეთ „ქართულ ოცნებას“. გაძლევთ ამ ყველაფერს, გავალთ პარლამენტიდან, გავალთ საკრებულოებიდან და ამ ოფისსაც გადავუფორმებთ ბატონ კობახიძეს, სანაცვლოდ გაუშვით მიხეილ სააკაშვილი“ – აცხადებს დიმიტრი შაშკინი.

მსგავსი თემები