კახეთში მანქანა ქვეითს დაეჯახა – ქალი ადგილზე დაიღუპა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.  შემთხვევა სოფელ კაჭრეთში, კოლეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. 60 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მსგავსი თემები