რუსულმა ძალებმა ბახმუტი დაბომბეს – არის მსხვერპლი

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ბახმუტი  დაბომბეს.
მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი.

“რუსმა ოკუპანტებმა ოდესღაც მყუდრო ქალაქი ბახმუტი ნანგრევებად აქციეს. ზედიზედ რამდენიმე თვეა, ოკუპანტები  მიზანმიმართულად  კლავენ მის მცხოვრებლებს. რამდენიმე საათის წინ მომხდარი კიდევ ერთი დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანი ბიჭია…რუსები მიწასთან ასწორებენ ბახმუტს, კლავენ ყველას, ვისზეც ხელი მიუწვდებათ”, – წერს კირილენკო.

 

მსგავსი თემები