,,იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი უკრაინისთვის”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინისთვის მეტ იარაღს ითხოვს. მისი თქმით, სისტემატური დაბომბვა, საბრძოლო იარაღის მოგროვება, ჯარების გადანაწილება, იძულებითი მობილიზაცია ესკალაციის პირდაპირი ნიშნებია.

,,ფრონტის ხაზის ქალაქების სისტემატური დაბომბვა, საბრძოლო იარაღის მოგროვება, ჯარების გადანაწილება, დამატებითი იძულებითი მობილიზაცია რუსეთის ფედერაციაში, რა თქმა უნდა, არ მიუთითებს რუსეთის ფედერაციის მზადყოფნას მშვიდობისთვის, ეს ესკალაციის პირდაპირი ნიშნებია. ამიტომ, იარაღი, იარაღი და მეტი იარაღი უკრაინისთვის,”- წერს პოდოლიაკი.

მსგავსი თემები