თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვა დაწესდა

თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.

მსგავსი თემები