,,მდაბიო ქოცებო, ვერაფერს ვერასდროს ვერ გაიგებთ” – ხოშტარია

,,მდაბიო ქოცებო, ვერაფერს ვერასდროს ვერ გაიგებთ”. ამის შესახებ ელენე ხოშტარია წერს. მსგავსი პლაკატები გუშინ, ზურა ჯაფარიძის საცხოვრებელ სახლთანაც გააკრეს.

,,ჩემი და ზურას სახლთან გააკრეს ჩვენი შეურაცხმყოფელი პლაკატები. ზუსტად სახლის გასწვრივ.4-ვე ჩემი შვილი იზრდება ისე, რომ იციან რას ვაკეთებ და რატომ. ეს გამოკრული [პლაკატები] ჩვენთვის უღირსობის გაკვეთილების ახსნა იქნება. მიხარია, როცა ჩემ შვილებს შემიძლია ავუხსნა კონკრეტული მაგალითებით რა არის უღირსობა. კარგად გაიგებენ, ისევე როგორც, აქამდე გაუგიათ. ოღონდ, აი, თქვენ, ძალიან სასაცილო და მდაბიო ქოცებო, ვერაფერს ვერასდროს ვერ გაიგებთ”, – დაწერა ელენე ხოშტარიამ.

 

მსგავსი თემები