ფილიპინებში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა

ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანი დაიღუპა. დაკარგულად მიიჩნევა 2 პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, მიწის მასის ქვეშ არიან მოყოლილები. თავშესაფრის გარეშე დარჩა ათობით ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი მინდანაოს რეგიონი იყო.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ბუნებრივმა კატასტროფამ რეგიონის ოთხ პროვინციაში 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი, 32 საავტომობილო გზა, სავაჭრო ცენტრი და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.

მსგავსი თემები