ყაზახეთმა რუსული ტელეარხების პორტალი დაბლოკა

ყაზახეთის მთავრობამ რუსული Sputnik24-ის სერვისები დაბლოკა, რომელიც ქვეყანაში რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტელეარხებს აჩვენებდა.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რუსულ სატელევიზიო არხებს ყაზახეთში ოპერირების ლიცენზია არ ჰქონდათ და სწორედ ამიტომ მოხდა მათი გათიშვა. გათშვის გადაწყვეტილებას ხელი ივნისში მოეწერა.

Arbatmedia წერს, რომ გათიშულ არხებს შორის არის რუსული სამთავრობო ტელეარხი RT.

აღსანიშნავია, რომ Sputnik24-ის სერვისები 2023 წლის აპრილში ესტონეთშიც დაიბლოკა.

მსგავსი თემები