ზელენსკიმ 40-მდე რუსულ იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ახალი განკარგულებების მიხედვით, შეზღუდვები რუსეთის 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესა.

პრეზიდენტის თქმით, მათ კავშირი აქვთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების დეპორტაციასთან და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში ეხმარებიან.

,,ძალაში შევიდა სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება. სანქციებში მოხვდა, დაახლოებით, 40 რუსული იურიდიული და 100-ზე მეტი ფიზიკური პირი. კერძოდ, ისინი, ვინც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. და ისინი, ვინც სხვადასხვა გზით ეხმარება რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ. ვაძლიერებთ მათზე ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა,” – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინული მედიის ცნობით, სანქცირებულთა ახალ სიაში მოხვდნენ დიმიტრი საბლინი, დიმიტრი სვიატაში, დიმიტრი ტაბაჩნიკი, იური კოტი, ნიკოლაი აზაროვი, სერგეი აქსენოვი, ოლეგ ცარევი და სხვები.

მსგავსი თემები