ხუთდღიანი საპროტესტო მსვლელობა ისრაელში

,,დააბრუნეთ ისინი ახლავე”. ეს შეძახილები ისმოდა მასშტაბურ მსვლელობაზე, რომელიც თელ-ავივიდან იერუსალიმის მიმართულებით გაიმართა.

ათასობით დემონსტრანტი ჰამასის ტყვეობაში მყოფი ისრაელის მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვდა. მსვლელობის მონაწილეებს, 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გატაცებული ადამიანების ფოტოები და ისრაელის დროშები ეჭირათ.

დემონსტრანტები პრემიერ ნეთანიაჰუს ოფისთან მივიდნენ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს. ხუდღიანი საპროტესტო მსვლელობა თელ-ავივში დაიწყო და იერუსალიმში დასრულდა.

მსგავსი თემები