,,ისრაელის სამხედროები აგრძელებენ ბრძოლას და ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში წინ მიიწევენ” – ჰაგარი

ისრაელის თავდაცვის ძალები პრესსპიკერი, დანიელ ჰაგარი ამბობს, რომ მათი სამხედროები აგრძელებენ ბრძოლას და ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში წინ მიიწევენ.

,,ჯარისკაცები ასევე აგრძელებენ ოპერაციას ტერორისტული ინფრასტრუქტურის აღმოსაჩენად. მათ შორის, საავადმყოფოებში. დღეს დილით, ჩვენ დავთანხმდით ალ-შიფას საავადმყოფოს მენეჯმენტის მოთხოვნას და საავადმყოფოში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გადასასვლელი გავხსენით. საავადმყოფოში კი საკვები და წყალიც შევიტანეთ.

ამ ობიექტთან დაკავშირებით ჩვენს სამხედროებს ოთხი ძირითადი მიზანი აქვთ: პირველი და უმთავრესი, მძევლების შესახებ ინფორმაციის შეგროვება; მეორე – იარაღის საცავისა და მართვის ოთახების აღმოჩენა; მესამე – ტერორისტების პოვნა საავადმყოფოს კომპლექსში და მეოთხე – კლინიკის ქვეშ მიწისქვეშა ტერიტორიის აღმოჩენა და მისი განადგურება,” – ამბობს ჰაგარი.

მსგავსი თემები