სასამართლომ გარემოს დაცვის სამინისტროსთან დაკავებულები გაათავისუფლა და პროცესი გადადო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და 8 პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 29 ნოემბრისთვის გადადო, 3-ის კი 30 ნოემბრისთვის.

დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოძიებისთვის საჭირო დრო მოითხოვა, რაც მოსამართლემ გაიზიარა. სასამართლომ სამართალდამცავ ორგანოებსაც დაავალა წარმოადგინონ ვიდეომტკიცებულებები.

მსგავსი თემები