,,რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით მეტად შეეცდება რუსეთი გააძლიეროს დარტყმები” – ზელენსკი

,,რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით მეტად შეეცდება რუსეთი გააძლიეროს დარტყმები”. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

,,გასული ღამის განმავლობაში ჩვენს ცაზე თითქმის 30 „მოწამე“ განადგურდა. მადლობა მობილური სახანძრო ჯგუფების ყველა ჯარისკაცს, ჩვენი საჰაერო ძალების ავიაციას და საზენიტო სარაკეტო ძალებს. თქვენი სიზუსტე, ბიჭებო, ფაქტობრივად სიცოცხლეა უკრაინისთვის.

რაც უფრო ახლოვდება ზამთარი, მით მეტად შეეცდება რუსეთი გააძლიეროს დარტყმები. უკრაინაში ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია ვიყოთ 100 პროცენტით ეფექტური. მიუხედავად ყველა სირთულისა, მიუხედავად დაღლილობისა, უკრაინის დასუსტების მცდელობის მიუხედავად”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები