ოლაფ შოლცი ვლადიმირ პუტინთან საუბრის შესაძლებლობას განიხილავს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარს განიხილავს, როდესაც ასეთი შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ შოლცმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

,,მე მას დაველაპარაკები”, – თქვა შოლცმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას, თუმცა, არ დაუკონკრეტებია როდის ან რა ვითარებაში შედგება მისი და ვლადიმირ პუტინის საუბარი.

ასევე აღნიშნა, რომ ზემოხსენებული საუბარი არ იქნება იმ პრინციპის, როგორიცაა ვინმესთან ერთად ყავის დალევა და საბოლოო შეთანხმების მოლოდინი. შოლცის შეფასებით, ამ ეტაპზე პუტინი არ ამჟღავნებს, რომ მას რამეში ჩართვა სურს.

მსგავსი თემები