ჯანმოში მარტოობის კომისია შეიქმნა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ახალი კომისია შეიქმნა, რომელიც მარტოობის ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ ცნობიერებას გაზრდის.

კომისიას „სოციალური კავშირების საკითხებზე“ ამერიკელი ქირურგი ვივეკ მერტი უხელმძღვანელებს, რომლის თქმითაც, მარტოობასა და სოციალურ იზოლაციას ისეთივე ნეგატიური გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, როგორც დღეში 15 ღერი სიგარეტის მოწევას.

ჯანმოში მიიჩნევენ, რომ მარტოობა გლობალური პრობლემაა. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სოციალური იზოლაცია და მარტოობა შფოთვის, დეპრესიის, დემენციის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის რისკებს ზრდის და ხშირად სუიციდის მიზეზი ხდება.

საერთაშორისო კომისია მარტოობის საკითხზე 3 წლის განმავლობაში იმუშავებს. მისი პირველი სხდომა დეკემბერში გაიმართება.

მსგავსი თემები