თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი კოსტა სანიკიძეა

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი კოსტა სანიკიძეა. მას ჭრილობები, სავარაუდოდ, მუცლის არეში აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი პირი.

სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები