ბერლინში პალესტინელების მხარდამჭერ მსვლელობას 2 500-მდე ადამიანი შეუერთდა

ბერლინში პალესტინელების მხარდამჭერ მსვლელობას 2 500-მდე ადამიანი შეუერთდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომიტინგეები ქუჩებში „თავისუფალ პალესტინას“ სკანდირებდნენ და მოუწოდებდნენ ისრაელს, „შეაჩეროს ომი ღაზის წინააღმდეგ“.

პროტესტს შეუერთდა ექიმთა ჯგუფიც, რომელიც ისრაელს ომის დანაშაულებში საავადმყოფოების დაბომბვის გამო ადანაშაულებს.

მსგავსი თემები